კატეგორიები

„ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამე”

„ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამე”

„ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამე” – 31 დეკემბერს მოქალაქეები თბილისსა და რეგიონებში ახალ წელს ქუჩაში მიეგებნენ.

უწყვეტი პროტესტის 34-ე, ახალი წლის ღამეს, აქცის მონაწილეები ისევ ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და დემონსტრაციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას.

აქციის მონაწილეთა ნაწილი კი გლდანის ციხესთან გეგმავს მისვლას. იქ, სადაც დემონსტრაციების დროს დაკავებული ათობით აქციის მონაწილე იხდის სასჯელს.

„ახალი წელი თავისუფლებისთვის, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, – ასეთია მათი საახალწლო სლოგანი.

რუსთაველზე შეკრებილები ამბობენ, რომ ბრძოლა არ დამთავრებულა და 2025 წელსაც, ყოველ დღე, იბრძოლებენ საერთო მიზნისთვის – ევროპული საქართველოსთვის.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები