კატეგორიები

ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი 03:00-მდე იმუშავებს

ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი 03:00-მდე იმუშავებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი 31 დეკემბერს გახანგრძლივებული დროით არ იმუშავებს, სიცრუეა. მან განაცხადა, რომ გახანგრძლივებული რეჟიმი როგორც მეტროპოლიტენს, ისე ავტობუსებსაც შეეხება და მგზავრებს ორივე მათგანი 1-ელი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება. ცნობა იმის შესახებ, რომ თბილისში მეტროსა და ავტობუსების მუშაობის გრაფიკი ახალი წლის ღამით უცვლელად დარჩებოდა, არაერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა. მედიასაშუალებათა თქმით, მათ ინფორმაცია სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.

„გაცნობეთ, რომ არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ახალი წლის ღამეს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო განრიგი არ გახანგრძლივდება.

როგორც ყოველთვის, ახალი წლის ღამეს დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს. გახანგრძლივებული რეჟიმი შეეხება, როგორც მეტროპოლიტენს, ისე ავტობუსებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს 1-ელი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება.

რაც შეეხება შობის ღამეს, მეტროპოლიტენით მგზავრთა მომსახურება 7 იანვრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება 7 იანვრის 03:00 საათამდე და მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება“,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც თბილისის მერია ავრცელებს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები