კატეგორიები

ხევსურების გაცოცხლებული „თხოვა”

ხევსურების გაცოცხლებული „თხოვა”

1936 წელს ხევსურებმა აშშ-ს „თხოვა” მისწერეს.

წერილში „მთელი ხევსურეთის წარმომადგენლები” ამერიკას დახმარებას სთხოვდნენ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მაშინ წერილმა ამერიკის პრეზიდენტამდე ვერ მიაღწია და „ჩეკას” ხელში აღმოჩნდა.

„ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს ბოლშევიკებით. გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან ხშირად გვეუბნებიან, მაგრამ ჩვენ თანახმა არა ვართ. მანამ სრუა დავიხოცებით, მთელი ხევსურეთი თანახმად არ ვიქნებით. მართალია იარაღი კი არა გვაქვ, მაგრამ ხმლითა და ხანჯრით უნდა ვიომოთ, მაგრა ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით ძრიელი სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწივეთ, თორე ცოდო ვართ. იმედი გვაქვს, რო მოგვეშველებით, თუ გვიშველით თქვენ, თუ არა ჩვენი მეშველ აღარა არი. აბა ძმებო, უკანასკნელს დღეში ვართ ჩვენ”, – წერდნენ „მთელი ხევსურეთის წარმომადგენლები”.

ათწლეულების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა ხევსურების წერილი ისევ გააცოცხლეს. ამჯერად, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მათი მიმართვა ადრესატამდე მივა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები