კატეგორიები

„აზრის თავისუფლების ფონდი“ – საჯარო მოხელეთა მხარდაჭერის ახალი ინიციატივა

„აზრის თავისუფლების ფონდი“ – საჯარო მოხელეთა მხარდაჭერის ახალი ინიციატივა

თბილისში საჯარო მოხელეთა მხარდაჭერის ახალი ინიციატივის პრეზენტაცია გაიმართა. ინიციატივის ფარგლებში ყოფილმა საჯარო მოხელეებმა „აზრის თავისუფლების ფონდი“ დააარსეს. მათი მიზანია საჯარო სექტორში დასაქმებული იმ პირების მხარდაჭერა, ვინც კრიტიკული პოზიციის გამოხატვის გამო მუქარის, სამსახურიდან გათავისუფლების, დისკრიმინაციული მოპყრობისა ან სხვაგვარი შევიწროების რისკის ქვეშ აღმოჩნდა. „აზრის თავისუფლების ფონდი“ საჯარო მოხელეებს დახმარებას შემდეგი მიმართულებებით გაუწევს:

დახმარება დასაქმებაში: სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში ახალი სამსახურის მოძიების ხელშეწყობა.

საწყისი ფინანსური მხარდაჭერა: გარდამავალ პერიოდში საჭირო ფინანსური დახმარების უზრუნველყოფა.

შუამდგომლობა ფინანსურ ინსტიტუტებთან: საკრედიტო ვალდებულებების შესამსუბუქებლად.

სადაზღვევო მხარდაჭერა: ჯანმრთელობის დაზღვევის შენარჩუნებაში დახმარება.

პროფესიული გადამზადება: ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება.

სამართლებრივი დახმარება: იურიდიული კონსულტაცია და წარმომადგენლობა.
ფსიქოემოციური მხარდაჭერა: ფსიქოლოგიური დახმარება და ემოციური მხარდაჭერა.

„ეს გაბედული ადამიანები, რომლებიც დღეს მუქარისა და ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, ჩვენს მხარდაჭერას საჭიროებენ. მათი გაძლიერება და თანადგომა გადამწყვეტია, რათა შეძლონ არა მხოლოდ საკუთარი უფლებების დაცვა, არამედ სამოქალაქო სამართლიანობის განმტკიცება“, — ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

ფონდს უკვე 50-მდე წევრი ჰყავს. მთავარი შემომწირველები ყოფილი საჯარო მოხელეები არიან. ამასთან, ფონდი თანამშრომლობს თავისუფალი ბიზნესის წარმომადგენლებთან, იურიდიულ კომპანიებთან, ტრენინგცენტრებსა და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები