სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, კრიზისიდან გამოსვლისთვის დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები, მათ შორის, ეუთოს რეკომენდაციების განხორციელებისა და მის საფუძველზე ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვის გზით.
სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ კრიზისიდან გამოსვლისთვის დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები, მათ შორის, ეუთოს რეკომენდაციებისა განხორციელებისა და მის საფუძველზე ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვის გზით.
„როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერები, შეშფოთებულები ვართ, რომ ქვეყანა უფრო ღრმა პოლარიზაციისა და კრიზისისკენ მიმავალ გზაზე დგას. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება გამოსავალი კრიზისიდან, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გადადგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის, ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით“, – ნათქვამია განცხადებაში.
We urge the Georgian authorities to take immediate steps in this direction, including by implementing OSCE electoral recommendations and by considering the possibility of new elections based on these recommendations.” END
— Baiba Braže (@Braze_Baiba) December 29, 2024
დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას განცხადებას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
