კატეგორიები

თბილისის მერიასთან საჯარო მოხელეების სოლიდარობის აქცია გაიმართა

თბილისის მერიასთან საჯარო მოხელეების სოლიდარობის აქცია გაიმართა

თბილისის მერიასთან საჯარო მოხელეების სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მერიიდან და სხვა სამთავრობო უწყებებიდან თანამშრომლების გათავისუფლება გააპროტესტეს. მათ აღნიშნეს, რომ მას შემდეგ, რაც თბილისის მერიაში დასაქმებულმა პირებმა საკუთარი განცხადებით ღიად გამოხატეს მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული კურსისადმი და დაადასტურეს ერთგულება საქართველოს კონსტიტუციისადმი, განცხადების ხელმომწერ პირებზე ზეწოლა დაიწყო.

„საზოგადოებისთვის ცნობილია ცალკეული შემთხვევები, როდესაც რამდენიმე დასაქმებულს შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდა, ან შეუწყდა…

ვაცნობიერებთ რა ქვეყანაში არსებულ ვითარებას, მიგვაჩნია, რომ რეპრესიული მეთოდები მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდება და ამას აგვირგვინებს ის ავადსახსენებელი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ამახინჯებს კანონს „საჯარო სამსახურის შესახებ“ და მთლიანად საჯარო სამსახურის არსს“, – განაცხადეს მერიასთან შეკრებილმა საჯარო მოხელეებმა.

მათ აღნიშნეს ისიც, რომ მიუხედავად მძიმე ეკონომიკური და სოციალური კონტექსტისა და იმ კომპლექსური ვალდებულებებისა, რომლებიც მათ საკუთარი ოჯახების წინაშე აქვთ აღებული, კიდევ ერთხელ მკაფიო და ხმამაღლა ადასტურებენ ერთგულებას საქართველოს ევროპული კურსისადმი.

აქციის მონაწილეები მოგვიანებით საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები