მთავარისაქართველოირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება

ირაკლი კობახიძე ეხმაურება ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას. ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები ისედაც მოქმედებდა და არაფერი შეცვლილა.

„სინამდვილეში არაფერი შეცვლილა, დე-ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა და ეს დე-ფაქტო სანქციები, ფორმალური სანქციები მოქმედებდა ერთადერთი რამის გამო, ამ ადამიანმა არ დათმო ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები”, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ივანიშვილს სანქციები დაუწესდა იმის გამო, რომ „ის არ დაუპირისპირდა ჩვენი ქვეყნის ძირეულ ინტერესებს”.

„ამის გამო ჯერ აამოქმედეს დე-ფაქტო სანქციები და ამის შემდეგ უკვე ახლა მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რასაც არ აქვს არავითარი არსებითი დატვირთვა, პირიქით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ გადაწყვეტილებით საბოლოო ჯამში გამოიცალეს ხელიდან შანტაჟის ინსტრუმენტი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ „ყველაფერი სხვა მიმართულებით  შეიცვლება”.

„მე ვესაუბრე ახლახან ბიძინა ივანიშვილს და მისი პოზიციაც არის ზუსტად იგივე.

ეს არის რეალურად ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის”,- დასძინა მან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend