აშშ-მა „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა.
ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი აქვეყნებს.
გადაწყვეტილების თანახმად, გაიყინება ბიძინა ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ასევე ქონება, რომელსაც ფლობენ, ან განკარგავენ აშშ-ის მოქალაქეები“.
სანქციები ეხება ამერიკულ დოლარში ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასაც.
გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის 2021 წლის 14024-ე განკარგულების საფუძველზეა მიღებული.