სირიის ახალმა მთავრობამ გაქცეული დიქტატორის ბაშარ ალ-ასადის სადაზვერვო საწყობებში ნარკოტიკების დიდი მარაგი აღმოაჩინა.
ასადის მმართველობის დამხობის შემდეგ, ქვეყნის გარშემო ამფეტამინის ჯგუფის ნარკოტიკის, ფენეტილინის უზარმაზარი ქარხნები აღმოაჩინეს.
სირიის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, მათმა დანაყოფებმა ერთ-ერთი ასეთი ქარხნიდან მილიონი აბი ფენეტილინი და ასევე დიდი რაოდენობით კანაფი ამოიღეს.
იმავე წყაროს ცნობით, მათ ნარკოტიკული საშუალებები შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური უშიშროების ადმინისტრაციის თანდასწრებით გაანადგურეს.
წლების განმავლობაში, ასადის მთავრობამ ნარკოტიკების წარმოება კრიმინალური ჯგუფების მიერ მართული მცირე ოპერაციიდან – მილიარდი ევროს ღირებულების წარმოებად გარდაქმნა.
ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ფენეტილინით ვაჭრობა იყო ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის შემოსავლის მთავარი წყარო და ერთ-ერთი დიპლომატიური იარაღიც.