„წერილები ხალხისგან“ – მოქალაქეები საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ პირებს გამამხნევებელ წერილებს უგზავნიან.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად, პირველ საჯარო სკოლასთან მოწყობილია სპეციალური სივრცე, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია პატიმრობაში მყოფ ადამიანებს წერილი მისწეროს.
მსურველებს ასევე შეუძლიათ საკუთარი პოზიციის შესახებ მისწერონ „ქართული ოცნების“ წევრებსაც.
იდეა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ მოძრაობას ეკუთვნის.
