პრეზიდენტთან ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრაზე ახალი არჩევნების მიღწევის გეგმები განიხილეს.
პოლიტიკოსებს დეტალებზე არ უსაუბრიათ.
მათივე ინფორმაციით, კონსულტაციები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.
„კარგი შეხვედრა იყო. ჩვენ ვისაუბრეთ, რა გარემოში უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, რომ მას საზოგადოების მხრიდან ნდობა ჰქონდეს. ამასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია, რა ტიპის ცვლილებები განხორციელდეს იმისთვის, რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან გასულია, ამიტომ ამ ჩარჩოებში დააბრუნებს ახალი არჩევნები, მეტი არაფერი.
რაც შეხება მექანიზმს, ვისაუბრეთ 29 დეკემბრის შემდეგ რა უნდა იყოს ორგანიზაციული მექანიზმი, რომელიც საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად წარმართავს პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესს საქართველოში.
საქართველოში პროტესტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ პროტესტში მონაწილეობს. სიახლეებზე ხვალ, 25 დეკემბერს, 19:00 საათზე ვისაუბრებთ. ორგანიზაციულ მექანიზმებზე ხვალ სალომე ზურაბიშვილი ისაუბრებს, თუ რა მექანიზმი წარმართვას პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესს, რომელიც სჭირდება საქართველოს”, – განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიორგი ვაშაძემ.