ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობაზე პასუხისმგებლობას ისრაელი იღებს.
მისივე განცხადებით, ისრაელმა „ჰამასი“ და „ჰეზბოლა“ დაამარცხა და გაანადგურა ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, ისრაელი კაცი აცხადებს, რომ ზუსტად იმავენაირად მოექცევიან იემენელ ტერორისტებს, როგორც მოექცნენ ისმაილ ჰანიეს, სინვარსა და ნასრალას.
„ჩვენ დავამარცხეთ „ჰამასი“, „ჰეზბოლა“, ჩვენ გავანადგურეთ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები და დავაზიანეთ მისი წარმოება.
ჩვენ დავამხეთ ასადის რეჟიმი სირიაში, შევარყიეთ ბოროტების ღერძი და იმავეს გავაკეთებთ იემენელი ტერორისტების წინააღმდეგ, რომლებიც უკანასკნელი არიან, ვინც დასამარცხებელი დაგვრჩა. იერიშს მივიტანთ მათ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე და გავანადგურებთ მათ ხელმძღვანელობას, ისევე, როგორც გავანადგურეთ ისმაილ ჰანიე, სინვარი და ნასრალა თეირანში, ღაზასა და ლიბანში“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცმა.
ისმაილ ჰანიე თეირანში 2024 წლის 31 ივლისს მოკლეს.