მთავარისაქართველოპროტესტის 25-ე დღე

პროტესტის 25-ე დღე

22 დეკემბერს პარლამენტთან შეკრებამდე თბილისში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო მსვლელობები.

დღესაც გაგრძელდა სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლების აქცია-მსვლელობა.

კახელებმა და ქიზიყელებმა თბილისში, ერეკლე II-ის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე, აქცია-მსვლელობა გამართეს ლოზუნგით – „დინჯად, მაგრამ ჯიუტად ევროპისკენ!“

აქციის მონაწილეების თქმით, მათ მთავარ მოთხოვნებს შორისაა: „დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები“.

კახელების გარდა, საპროტესტო აქცია-მსვლელობა გამართეს ლეჩხუმელებმაც. მათ საქართველოს სხვა კუთხის წარმომადგენელთა მსგავსი მოთხოვნები აქვთ.

საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელეთა მარშის გარდა გაიმართა ვეტერანთა მსვლელობა სახელწოდებით „ანწუხელიძე“. ეს მსვლელობა გმირთა მოედნიდან დაიწყო და საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას შეუერთდა.

მარშის მსვლელობისას მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის, ფოტო.

რუსთაველის გამზირზე ასევე გაიმართა ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის ERASMUS+ მონაწილე სტუდენტების აქცია-მსვლელობა.

შეკრებილი ახალგაზრდები ამბობდნენ, რომ ევროპული განათლების პერსპექტივა საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრთხეშია.

სხვადასხვა მარშის მონაწილეები საბოლოოდ, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მთავარ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend