კატეგორიები

PACE-ს პრეზიდენტი: „მინდა შევახსენო ირაკლი კობახიძეს, რომ მისი ქვეყანა არის ევროპის საბჭოს წევრი”

PACE-ს პრეზიდენტი: „მინდა შევახსენო ირაკლი კობახიძეს, რომ მისი ქვეყანა არის ევროპის საბჭოს წევრი”

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი პლატფორმა X-ზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, დღევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურა.

„მინდა შევახსენო ირაკლი კობახიძეს, რომ მისი ქვეყანა არის ევროპის საბჭოს წევრი. ის პირდაპირ დაემუქრა დაპატიმრებით სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, 29 დეკემბერს. ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს”, – დაწერა პლატფორმა X-ზე PACE-ს პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები