კატეგორიები

„თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“- გლდანის ციხესთან საპროტესტო აქცია გაიმართა

„თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“- გლდანის ციხესთან საპროტესტო აქცია გაიმართა

„თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!“- ამ სახელწოდებით გლდანის პენიტენციურ დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

ადგილზე შეკრებილები იყვნენ პოლიტიკური პარტიების წევრები, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები. ისინი ითხოვდნენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ამბობდნენ, რომ ისინი უკანონოდ დააკავეს.

აქციის მონაწილეები ასევე ითხოვდნენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას. შეკრებილებს ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ბანერები, რომლებზეც დაკავებული პირების ფოტოები იყო დატანილი.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები