მთავარისაქართველოევროკავშირის 19 დეკემბრის სამიტის დღის წესრიგშია საქართველო

ევროკავშირის 19 დეკემბრის სამიტის დღის წესრიგშია საქართველო

ბრიუსელში დღეს, 19 დეკემბერს, გაიმართება ევროკავშირის სამიტი, რომლის ფარგლებშიც საშინაო თუ საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებს განიხილავენ. მათ შორის, დღის წესრიგშია საქართველოში მიმდინარე მოვლენები.

სამიტზე დასასწრებად მიიწვიეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. ლიდერებმა უნდა ისაუბრონ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გადაცემასა და უკრაინის ენერგოსექტორის განვითარებაზე. აგრეთვე, საუბარი შეეხება რუსეთისთვის სანქციათა ახალი პაკეტის დაწესებასაც.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან დაკავშირებით განიხილება სირიის რეკონსტრუქციის, ლტოლვილების დაბრუნების, ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აღსრულებაში ევროკავშირის ჩართულობისა და მშვიდობის მიღწევის საკითხები. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის განსაკუთრებით საყურადღებო გახდა უკანონო მიგრაცია.

17 ოქტომბრის შეხვედრის შემდეგ შენგენის ზონის სულ უფრო მეტმა ქვეყანამ სასაზღვრო კონტროლის დამატებითი მექანიზმები აამოქმედა. 19 დეკემბერს კი ლიდერები მიღებული ზომების შესაბამისად, დეპორტაციისა და უკანონო მიგრაციის აღკვეთის ეფექტიანობას განიხილავენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend