მთავარისაქართველო4 ოპოზიციური პარტია ეუთო/ოდირს საერთო განცხადებას უგზავნის

4 ოპოზიციური პარტია ეუთო/ოდირს საერთო განცხადებას უგზავნის

4 ოპოზიციური პარტია ეუთო/ოდირს საერთო განცხადებას უგზავნის და სთხოვს ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას, რომელიც საქართველოში სპეციალური მისიის გამოგზავნას გულისხმობს. ერთობლივ წერილს თან ახლავს საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ანგარიში, რომელშიც ახსნილია ის ძალადობა და ტერორიზმი, რომელიც, მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ხალხს მოუწყო.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერა გაგრძელდება, ისევე როგორც გაგრძელდება ქართველი ხალხის ბრძოლა. მათივე განცხადებით, მოლდოვამ მიიღო 2 მილიარდი ევროს დახმარება, საქართველომ კი, რომელსაც ორჯერ მეტის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის გამო ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.

„ჩვენ, ევროპული კოალიცია ვაგრძელებთ მუშაობას, რომ საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს, ამისთვის მივმართეთ ევროკავშირს, რომლის რეკომენდაციები უკვე ასახულია ევროკომისიის დასკვნაში.

ჩვენ დავასრულეთ ერთობლივ წერილზე მუშაობა, რომელიც ეუთო/ოდირს გაეგზავნება. ვითხოვთ, რომ ამუშავდეს „მოსკოვის მექანიზმი“, რომელიც პირველად გამოყენებული იყო 1991 წელს. ეს გულისხმობს, რომ ეუთო/ოდირმა საქართველოში სპეციალური მისია უნდა გამოაგზავნოს, რომელიც დეტალურად შეისწავლის ყველა კანონდარღვევასა და მიტაცებულ არჩევნებს, რაც ჩვენ სამომავლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას მოგვცემს. ასევე უნდა შეისწავლოს ის ძალადობრივი ფაქტები, რომლებსაც რუსული რეჟიმი საკუთარი მოსახლეობის წინაშე ახორციელებს.

წერილს თან ახალავს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“  ანგარიში, რომელშიც ახსნილია ის ძალადობდა და ტერორიზმი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ხალხს მოუწყო, თუ როგორ გამოუცხადა ომი ივანიშვილმა ქართველ ხალხს, მას სძულს ქართველები, როგორც სძულდა სტალინს.

ამ წერილში წარმოდგენილია ფაქტობრივი მასალა, რომელიც სულ მალე ეუთო/ოდირის ელექტრონულ ფოსტაზე გაიგზავნება. ჩვენ ერთობლივად ვაგრძელებთ მუშობას და ჩვენი მუშაობის შედეგია, რომ დღეს საქართველოს მოძალადე რეჟიმს სანქციები უწესდება“, – განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend