კატეგორიები

თბილისს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვია

თბილისს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვია

თბილისს დღეს, 18 დეკემბერს, ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსეტი ეწვია. როგორც ცნობილია, ვიზიტის ფარგლებში, ალენ ბერსე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, არჩეულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან.

ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალენ ბერსე გეგმავს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრებთან შეხვედრასაც. განცხადების მიხედვით, ის ასევე ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ.

ვიზიტის მიზანია, ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელების პირობების უზრუნველყოფა ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების სრული დაცვით. განცხადების მიხედვით, დღევანდელ დაძაბულ და შემაშფოთებელ კონტექსტში ევროპის საბჭო მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი აარიდონ დაძაბულობის ყოველგვარ ესკალაციას. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი შეიკავონ ძალის არაპროპორციული გამოყენებისგან და პატივი სცენ ფუნდამენტურ თავისუფლებებს, განსაკუთრებით, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები