მთავარისაქართველოსალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. ვრცელ სიტყვაში პრეზიდენტმა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე, „ქართული ოცნების“ ქმედებებსა და ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ მარტო არ არის და თქვენ მხარს გვიჭერთ. ეს ევროპარლამენტარებმა გააკეთეს თბილისში ვიზიტისას. ეს გახლდათ ემანუელ მაკრონის მკაფიო გზავნილიც, მაგრამ საკმარისი ეს არ არის. მეტი მხარდაჭერა გვჭირდება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტია საკუთარ ხალხს რეპრესიულ აპარატს უპირისპირებს და უფრო აშკარად ადგება რუსულ გზას. მან ისაუბრა ქართველი ხალხის მოთხოვნებზე და არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა.

„ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი, ერთი პარტიის რეპრესიული აპარატი. მმართველმა პარტიამ ნათლად განსაზღვრული რუსული გზა დაიკავა. რუსულ გზაზე დადგა და თავს ისე აჩვენებს, თითქოს ევროპისკენ სურს მოძრაობა. რატომ? იმიტომ რომ მათ მხარდამჭერებსაც სურთ ევროპული გზა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩატარებული  ყველა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა და არჩევნები აჩვენებს, რომ 80%-ს სწორედ ეს სურს. „ქართული ოცნების“ ლიდერებს თუ სურთ, რომ რაღაც ნაწილი მაინც დარჩეს მათი ოცნების, ამ იმედის შენარჩუნებას ნაწილობრივ ცდილობენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან კონკრეტული ზომების მიღების აუცილებლობასაც.

„გვჭირდება, რომ ტყუილებსა და დეზინფორმაციას ვებრძოლოთ. ამას თვეებია აღვნიშნავთ. შეუძლია ევროპას, შეეგუოს, რომ ომის პარტიას უწოდებენ? შეუძლია შეეგუოს იმის ყურებას, თუ როგორ აყენებენ მის ელჩებს შეურაცხყოფას? შეუძლია მიიღოს და ნება დართოს „ქართულ ოცნებას“ დაიბრალოს, რომ ევროპისკენ მიდის? შეუძლიათ ევროპელებს, მიიღონ ის ფაქტი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ცრუობს იტალიის, ესპანეთისა და რუმინეთის პოზიციასთან დაკავშირებით?“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend