ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა.
ვიზიტის მიზანია, ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელების პირობების უზრუნველყოფა ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების სრული დაცვით.
ირაკლი კობახიძის თქმით, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ძალიან მეგობრული, პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდათ.
First thing this morning, met civil society, then @PM_Kobakhidze and @shpapuashvili. Now looking forward to exchanges with @Ombudsman_Geo, Bidzina Ivanichvili & reps of the international community. Tomorrow all day meetings with the opposition and civil society. pic.twitter.com/FY9Lp1pTfB
— Alain Berset (@alain_berset) December 18, 2024
იქამდე ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ პლატფორმა X-ზე განცხადება გაავრცელა.
„ინსტიტუციური შეხვედრების წინ სამოქალაქო საზოგადოებასთან აზრთა ღია და სიღრმისეულ გაცვლას ჰქონდა ადგილი. ევროპის საბჭო გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებასა და ჯანსაღ დემოკრატიულ დებატებს მხარს უჭერს“, – დაწერა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.