კატეგორიები

ორმა რუსულმა ნავთობმზიდმა შავ ზღვაში კატასტროფა განიცადა

ორმა რუსულმა ნავთობმზიდმა შავ ზღვაში კატასტროფა განიცადა
ქერჩის სრუტეში ქარიშხლის შედეგად 15 დეკემბერს ორი რუსული ნავთობმზიდი ძლიერ დაზიანდა, რის გამოც ნავთობი ზღვაში ჩაიღვარა და სამაშველო ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო.

რუსული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი ტანკერი ზღვის ნაპირზე გამორიყა, ხოლო ბორტზე მყოფი ერთი ადამიანი დაიღუპა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო აცხადებს, რომ სამაშველო ოპერაციის გუნდმა მოახერხა ეკიპაჟის დარჩენილი წევრების გადარჩენა.

უკრაინის ოფიციალური პირები მოვლენებს გამოეხმაურნენ და მოსკოვი დაუდევრობაში დაადანაშაულეს.

კიევში ამბობენ, რომ ტანკერები ქარიშხლის გასაძლებად ძალიან ძველი იყო. მანამდე, 12 დეკემბერს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაამტკიცა სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავდა სწორედ მსგავსი ნავთობმზიდების მიერ ნავთობის შეზღუდვებისთვის გვერდის ავლით გადატანის აღკვეთას.I’m

Related news
სამხრეთ ლიბანში სამხედრო მოქმედებები გრძელდება დონალდ ტრამპი ამბობს, რომ განადგურებულია ირანის სამხედრო ძალების უდიდესი ნაწილი
სხვა ამბები