მთავარისაქართველო„დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების აუცილებლობაზე შევთანხმდით“ - კაია კალასი

„დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების აუცილებლობაზე შევთანხმდით“ – კაია კალასი

16 დეკემბრის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე ევრობლოკის ლიდერები დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

„ქართველი ხალხისთვის მდგომარეობა დადებითი მიმართულებით არ ვითარდება, დემოკრატიული ქვეყნები არ ახშობენ ოპოზიციურ ხმებს და არ ზღუდავენ მედიის თავისუფლებას. საპასუხოდ, ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები და შევაჩერეთ საქართველოს მთავრობის დაფინანსება. დღეს, ჩვენ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების აუცილებლობაზე შევთანხმდით”, – განაცხადა კაია კალასმა, სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ბლოკის უმაღლესი დიპლომატის ინფორმაციით, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების წინადადებას ევროკომისია 2024 წლის ბოლომდე წარადგენს.

კაია კალასი აცხადებს, რომ სხდომაზე ბლოკის ლიდერებმა განიხილეს სანქციების დაწესების საკითხი იმ ქართველი ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის უკან დგანან.

„ჩვენ განვაგრძობთ ქართველი ხალხის გვერდში დგომას მათ შორის, ხელისუფლების ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოების, ქართველი ხალხისა და დამოუკიდებელი მედიის დაფინანსებით“, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend