კატეგორიები

ბებია-ბაბუების საპროტესტო მსვლელობა

ბებია-ბაბუების საპროტესტო მსვლელობა

თბილისის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო მსვლელობას ბებია-ბაბუები უერთდებიან.

16 დეკემბერს ისინი მეტროსადგურ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მსვლელობა საქართველოს პარლამენტთან დაასრულეს.

შეკრებილები ამბობენ, რომ ყოველთვის იდგებიან მომავალი თაობის გვერდით.

„ყველაზე მეტად ჩვენმა თაობამ იცის რუსული რეჟიმის მათრახი. მე მუსიკოსი ვარ და ჩემს წრეში საკუთარი თვალით მყავს ნანახი, თუ როგორ შეეწირნენ საბჭოთა რეჟიმს ქართველი ხელოვანები. არაფრით არ მინდა, რომ ჩემმა შვილებმა, შვილიშვილებმა და ჩვენმა მომავალმა თაობამ ისევ იმ რუსული რეჟიმის მმართველობაში იცხოვროს“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები