14 დეკემბერს საპრეზიდენტო არჩევნებია. 300-წევრიანმა კოლეგიამ ხუთი წლით ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. კანდიდატი მხოლოდ ერთია – მიხეილ ყაველაშვილი.
არჩევნები პარლამენტის შენობაში დილის 9 საათზე დაიწყება და დღის ორ საათამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ ცესკო შედეგებს დათვლის და გამოაცხადებს. რაც შეეხება კოლეგიას – ის 300 წევრისგან შედგება და მათ შორის 150 დეპუტატია, დანარჩენი კი აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისა და საკრებულოების წარმომადგენლებისგან შედგება.
საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს არც მოქმედი პრეზიდენტი და არც ოპოზიცია. მათ მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის არჩევა უნდა მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ახალი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. რაც შეეხება ინაუგურაციას, „ქართული ოცნება” გეგმავს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გამართოს.