სამხრეთ კორეაში პოლიციამ პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის ოფისში რეიდი ჩაატარა.
ქვეყანაში ბოლო რამდენიმე კვირაა, ვითარება საკმაოდ დაძაბულია. გადადგომის მოწოდებებისა და იმპიჩმენტის მცდელობის მიუხედავად, პრეზიდენტი იუნი კვლავ რჩება თანამდებობაზე.
თავად პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა საომარი მდგომარეობის შესახებ დადგენილების გამო და თქვა, რომ ის არ გაურბის იურიდიულ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.
ხანმოკლე საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო თანამდებობიდან გადადგნენ სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან დაახლოებული პირები.
შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო საომარი მდგომარეობა 3 დეკემბერს გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ამის საშუალებით თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანას აღადგენს.