მთავარისაქართველოოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა საერთო ბრიფინგი გამართეს

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა საერთო ბრიფინგი გამართეს

გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში დღეს 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

პარტიების წარმომადგენლებმა, საქართველოში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში მომხდარ მოვლენებზე ისაუბრეს.

მათი თქმით, აქციების დროს დაკავებული არცერთი მოქალაქე არ დარჩებათ უყურადღებოდ და ისინი მათ გასათავისუფლებლად იბრძოლებენ.

მათ ასევე ისაუბრეს ქართული ოცნებისა და ფრანგული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, სატელეფონო საუბარი არა შეთანხმება, არამედ ბიძინა ივანიშვილის დატუქსვა იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend