გუშინ, 10 დეკემბერს, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოცხადდა ისრაელის სასამართლო პროცესზე, რომელიც ოთხ წელზე მეტია მიმდინარეობს. მას ბრალად ედება ქრთამის აღება, თაღლითობა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ასევე ბრალად ედება საჩუქრების მიღება პოლიტიკური შეღავათების სანაცვლოდ და მედიისთვის რეგულაციების შემსუბუქება იმისთვის, რომ ხელისუფლების სასარგებლოდ გაეშუქებინათ მოვლენები.
პრემიერ-მინისტრი უდანაშაულოდ ცნეს. ნეთანიაჰუს თქმით, მის წინააღმდეგ აღძრული სამი საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული.
„მედიაში ამბობენ, რომ სასამართლო პროცესისთვის თავის არიდება მინდა. გსმენიათ ამის შესახებ? თავის არიდება მინდა? სამწუხაროა, 8 წელი ველოდი ამ დღეს, რათა საბოლოოდ გაცხადებულიყო სიმართლე“,- ამბობს ბენიამინ ნეთანიაჰუ.
უკვე დიდი ხანია, ისრაელელებს კორუფციაზე აღძრულ საქმესთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვთ. ნეთანიაჰუს მხარდაჭერებიც და კრიტიკოსებიც სასამართლოს წინ შეიკრიბნენ.
„ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ კანონის უზენაესობას ვუჭერთ მხარს. ვეწინააღმდეგებით იმას, რომ ჩვენ კრიმინალი და ომის დამნაშავე პრემიერ-მინისტრი გვყავს“, – ამბობს შოჰამ სმიტი, დემონსტრანტი.
„ის უმაღლესი დონის ლიდერია. მან დაამარცხა „ჰამასი“, ისლამური სახელმწიფო, სირიელები და სასამართლოსაც დაამარცხებს“, – ამბობს რეივენ ბენი, ნეთანიაჰუს მხარდამჭერი.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი სასამართლოში ბრალდებულის სტატუსით იყო მისული. პროცესი Covid-19-ის პანდემიისა თუ ღაზაში დაწყებული ომის გამო რამდენჯერმე გადაიდო.