კატეგორიები

საპრეზიდენტო არჩევნები რუმინეთში ხელახლა ჩატარდება

საპრეზიდენტო არჩევნები რუმინეთში ხელახლა ჩატარდება
რუმინეთის პრეზიდენტობის პრორუსმა კანდიდატმა კელინ ჯორჯესკუმ და მისმა მომხრეებმა ბუქარესტში საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი მოითხოვენ, გადაიხედოს ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 6 დეკემბერს გაუქმდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები.

საპროტესტო აქციაზე ჯორჯესკუ დემოკრატიის დასაცავად მივიდა. მისი თქმით, სასამართლომ უგულებელყო რუმინელი ხალხის ფუნდამენტური ღირებულებები.

6 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პირველი ტურის შედეგები გააუქმა.  სპეცსამსახურებმა გამოაქვეყნეს დოკუმენტები, რომელთა მიხედვით, კანდიდატის სასარგებლოდ სოციალურ ქსელში აგიტაციას 25 ათასი საეჭვო ანგარიშით ეწეოდნენ. სპეცსამსახურების აზრით, ამ საქმეში მოსკოვიცაა გარეული.  ჯორჯესკუ რუსეთთან კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ ეს პოლიტიკური ზეწოლაა.

Related news
გერმანული კომპანია „რაინმეტალი“ რუმინეთში დენთის ქარხანას ააშენებს კალინ ჯორჯესკუს სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში ადანაშაულებენ
სხვა ამბები