კატეგორიები

კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია კულტურის სამინისტროს წინ გამართეს

კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია კულტურის სამინისტროს წინ გამართეს
საქართველოში მიმდინარე პროტესტს კულტურის სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან. ამ მიზნით ისინი კულტურის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები კულტურის სამინისტროში დასაქმებულებს მოუწოდებენ, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ.

აქციაზე შეკრებილი მსახიობები, მუსიკოსები და ხელოვანი ადამიანები ამბობენ რომ გასულ დღეებში სამართალდამცველებმა დემონსტრანტების მიმართ, მათ შორის კულტურის სფეროს წარმომადგენლების მიმართ, არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. მათი განცხადებით, კულტურის სამინისტრომ კულტურის სფეროს წარმომადგენლები უნდა დაიცვას.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები