კატეგორიები

„ქართული ოცნება” გეგმავს, აკრძალოს შეკრების მონაწილეების მიერ სახის დაფარვა

„ქართული ოცნება”  გეგმავს, აკრძალოს შეკრების მონაწილეების მიერ  სახის დაფარვა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 8 დეკემბერს, მედიის კითხვებს უპასუხა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გუშინ ღამით, 7 დეკემბერს, „ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა პროვოკაცია იყო და ამის მიზანი ვითარების ხელოვნურად გამწვავებაა. მან  ახალი კანონის მიღების საჭიროებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ახალი კანონით აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა. მისი განცხადებით, ეს კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება.

„პირველ რიგში, მინდა გავაკეთო განცხადება მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმასთან დაკავშირებით. ერთმნიშვნელოვნად, ეს არის პროვოკაცია, რომლის ერთადერთი მიზანიც ვითარების ხელოვნურად დაძაბვა შეიძლება იყოს. ამ დანაშაულის გამოძიება არის დაწყებული და მე დიდი იმედი მაქვს, რომ დამნაშავე რაც შეიძლება მალე გამოვლინდება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები