მთავარისაქართველომეცხრე დღეა, საქართველოში უწყვეტი პროტესტი გრძელდება

მეცხრე დღეა, საქართველოში უწყვეტი პროტესტი გრძელდება

მეცხრე დღეა, უწყვეტი პროტესტი გრძელდება საქართველოში. თბილისში 6 დეკემბერს კვლავ შეიკრიბნენ მოქალაქეები და საღამოს 8 საათისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია – გათავისუფლდნენ დაკავებულები და დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.

მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

პარალელურად კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება დაკავებულთა სასამართლო პროცესები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე დაკავებულია 400-ზე მეტი პირი, აქედან ადმინისტრაციული წესით 350-ზე მეტი, სისხლის სამართლის წესით 26.

ორგანიზაციის ინფორმაციით, დაკავებულებიდან 300-ზე მეტი პირი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend