კატეგორიები

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილსა და მასთან დაახლოებულ 19 პირს სანქციები დაუწესა

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილსა და მასთან დაახლოებულ 19 პირს სანქციები დაუწესა

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილსა და მასთან დაახლოებულ 19 პირს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.

„ბიძინა ივანიშვილსა და მასთან დაკავშირებულ 19 პირს, რომლებიც ყიდიან საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესებს, უკრაინამ სანქციები დაუწესა. ახლახან მოვაწერე ხელი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებას”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პლატფორმა X-ზე დაწერა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა მსგავსი ქმედებებისკენ: „ჩვენ ვერ დავკარგავთ ამ რეგიონში ვერც ერთ ქვეყანას. ვერც საქართველოს, ვერც მოლდოვასა და ვერც უკრაინას, ერთად უნდა დავდგეთ მოსკოვის წინააღმდეგ თავის დასაცავად“.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები