მთავარისაქართველო„საქართველოსთან არცერთი ახალი პროექტი არ განხორციელდება, არც სესხები გაფორმდება" - გერმანიის ეკონომიკის...

„საქართველოსთან არცერთი ახალი პროექტი არ განხორციელდება, არც სესხები გაფორმდება” – გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო საქართველოსთან თანამშრომლობის გადახედვაზე მსჯელობს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო უფლებას იტოვებს, ჩვენს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციის შემდგომ გარკვეული ზომები მიიღოს.

გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ საქართველოსთან არცერთი ახალი პროექტი არ განხორციელდება და არც სესხის ხელშეკრულებები გაფორმდება.

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლება, დროებით მაინც, თავისი მოქალაქეების ევროპული მომავლის შანსს ბლოკავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend