მთავარისაქართველოპროტესტის მეექვსე ღამე

პროტესტის მეექვსე ღამე

დემონსტრანტებმა საპროტესტო მსვლელობა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოაწყვეს. აქციის მონაწილეებმა საბურთალოზე მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა დანაყოფებმა მოქალაქეებს რუსთაველის გამზირი დაატოვებინეს. აქციის მონაწილეები ადგილობრივ მოსახლეობას გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ.

ვაჟა-ფშაველას გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები მობილიზებული არ ყოფილან, თუმცა როგორც ადგილზე აქციის მონაწილეები ამბობდნენ, მიმდებარედ სხვა ქუჩებზე, განსაკუთრებით ნუცუბიძეზე, ბევრი პოლიციელი შეინიშნებოდა. საბოლოოდ საპროტესტო მსვლელობა მეტროსადგურ „დელისთან” დასრულდა.

დემონსტრანტებს რუსთაველის გამზირის დატოვება დაახლოებით ღამის 4 საათზე მოუწიათ. 3:30 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური რაზმის დანაყოფებმა აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდეს. ასევე სპეციალური რაზმის დანაყოფები მობილიზებული იყვნენ რესპუბლიკის მოედანზეც. მათ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლის მანქანა და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. რამდენიმე დემონსტრანტი დაშავდა აქციის მონაწილეებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს. ასევე დაკავებულია საპროტესტო მსვლელობის რამდენიმე მონაწილე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend