კატეგორიები

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე და სენატორები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე და სენატორები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი, სენატორი როჯერ ვიკერი და სენატორი ჯონ კორნი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც ისინი წერენ, გმობენ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ გაჩაღებულ ძალადობას და აღნიშნავენ, რომ თბილისის ქუჩებში ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლის, ცემისა და მასობრივი დაკავების ადგილი არაა. მათი განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ”ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებებზე უარის თქმით უღალატა ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილის, მიიღოს ევროპული ღირებულებები და ინსტიტუტები.

„საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევასა და დემოკრატიული პრინციპების ეროზიაზე, საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ქართველი ხალხის თავგანწირვა ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის მოითხოვს ჩვენს სოლიდარობასა და მოქმედებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები