კატეგორიები

3 დეკემბრის საპროტესტო აქციაზე დაშავებული 15 დემონსტრანტი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს

3 დეკემბრის საპროტესტო აქციაზე დაშავებული 15 დემონსტრანტი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს

3 დეკემბრის საპროტესტო აქციაზე დაშავებული აქციის 15 მონაწილე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. მათ შორის აქციის 11 მონაწილე, მედიასაშუალების 3 თანამშრომელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 წარმომადგენელია. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20-ზე მეტი ბრიგადა. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს, მათ შორის მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები