მთავარისაქართველოშშმ პირები მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას

შშმ პირები მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საპროტესტო აქცია გაიმართა. იქ შეკრებილები „ქართული ოცნების” გუნდის გადაწყვეტილებასა და მომიტინგეებზე განხორციელებულ ძალადობას აპროტესტებდნენ.

შშმ პირების საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ყველა სიკეთე, რომლებიც ბოლო წლებში მათ მიიღეს, ევროპული და ამერიკული ფონდების დამსახურებაა. მათი თქმით, ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ ადამიანების დასახმარებლად და მათი პირობების გასაუმჯობესებლად.

შშმ პირები აცხადებენ, რომ არ შეწყვეტენ მოთხოვნას, დაუბრუნდეს საქართველო ევროინტეგრაციის გზას, რადგან მათი განცხადებით, შშმ პირებისა და ქვეყნისთვის ეს გზა უალტერნატივოა.

„ახლა განსაკუთრებით ვსაუბრობ ევროპულ სიკეთეებზე, რადგან მთავრობამ ამ გზიდან მკაფიოდ გადაუხვია. აღარავის სჯერა მთავრობის შენობაში მყოფი თვითმარქვია პრემიერის ზღაპრების. არაფრით დავთმობთ საქართველოს ევროპულ იდეას. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როგორ ცხოვრობდნენ შშმ პირები ადრე. რამდენად დიდი იყო იზოლაცია და უპერსპექტივობა. აი, ამ შრომამ და მხარდაჭერამ ევროკავშირიდან, მოიტანა ის შედეგი, რაც გვაქვს – ბევრად გაუმჯობესებული ცხოვრების პირობები. ამიტომ ვაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ ევროპა იყოს საქართველოში”, – აცხადებს „დაუნის სინდრომის ასოციაციის” წევრი ნინო კალანდია.

აქციაზე მყოფ პირებს მოტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერით: „შენ მაიძულებ ემიგრაციას გადარჩენისთვის”; „შენ ართმევ ჩემს შვილს მომავალს”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend