მთავარისაქართველოსაქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა პროცესები მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა პროცესები მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა პროცესები მიმდინარეობს.

ადგილზე დაკავებულთა ადვოკატები და ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დაკავებულია 270-ზე მეტი პირი. არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით კი, მათი რიცხვი 300-ს აღწევს.

სამინისტრო დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში სდებს ბრალს. თუმცა, როგორც დაკავებულთა ადვოკატები აცხადებენ, ბრალდების მხარეს არ აქვს ხელთ არანაირი მტკიცებულება და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს.

„უკვე პრაქტიკა გვაქვს, რომ ერთი ფურცლით შეუძლიათ ადამიანები გაასამართლონ. არ მოიყვანონ არც მოწმე და არც ვიდეომტკიცებულება. ამ შემთხვევაშიც არ არსებობს მტკიცებულება“, – აცხადებს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend