კატეგორიები

მეექვსე დღეა საქართველოში პროტესტი არ წყდება

მეექვსე დღეა საქართველოში პროტესტი არ წყდება

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება. უკვე მეექვსე დღეა, მოქალაქეები აპროტესტებენ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველო აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს გაწევრების თაობაზე.

ათიათასობით მოქალაქეა შეკრებილი თბილისში რუსთაველის გამზირზე. 22:00-ის მდგომარეობით, საპოლიციო ძალებს არ გამოუყენებიათ სპეციალური საშუალებები დემონსტრანტების წინააღმდეგ.

პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს აქციებზე დაკავებულთა სასამართლო პროცესები.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, დაკავებულთა უმეტესობა საუბრობს სამართალდამცველების მხრიდან სასტიკ მოპყრობაზე.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები