კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი აცხადებს, რომ კანადა სანქციებს დაუწესებს იმ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებებს არღვევენ.
2 დეკემბერს რიგაში, ბალტიის ქვეყნებისა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრების საერთო პრესკონფერენციაზე, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ განაცხადა, რომ ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და შეშფოთებულია მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემთხვევებით.
„კანადა სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ ძალიან ვართ შეშფოთებული იმასთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას ცდილობს რუსეთი საქართველოში. და ამიტომ, ჩვენ დავუწესებთ სანქციებს კონკრეტულად იმ ადამიანებს, ბიზნესებსა თუ სუბიექტებს, რომლებიც ჩართული არიან ადამიანის უფლებების დარღვევაში, ასევე კორუფციაში, ეს დაფუძნებული იქნება ასევე ჩვენს სასანქციო რეჟიმზე. ამის შესახებ ჩემგან მეტს მომდევნო დღეებში გაიგებთ“, – ამბობს მელანი ჯოლი.