საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე განცხადებას აქვეყნებს.
პრეზიდენტის თქმით, ქართველები მტკიცედ დგანან თავიანთი კონსტიტუციისა და ევროპული არჩევანის დასაცავად. მისივე განცხადებით, ქუჩაში არსებული სულისკვეთება იმის ნიშანია, რომ პროტესტი არ ჩერდება.
პრეზიდენტმა მალევე ამავე პლატფორმაზე კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა. იგი დაშავებული მომიტინგეების მდგომარეობის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ეს არის სახელმწიფოს მხრიდან სისტემური ძალადობა.
#Georgiaprotests majority of the arrested protesters have injuries to their heads and faces , broken face bones, eye sockets, open wounds. Have been subjected to systematic beatings between arrest and transport to already overcrowded detention facilities. As reported by lawyers
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) December 2, 2024
მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. პრეზიდენტი ეხმაურება საგარეო საქმეთა სამინისტროში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, სავარაუდო ვიზიტს.
„სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვითომც და თანამშრომლებთან შეხვედრისთვის! სირცხვილი იქნება, თუ ამას არ მოჰყვება კიდევ მეტი პროტესტი იმათგან, ვისაც ევალება ქვეყნის საგარეო კურსის წარმოდგენა და დაცვა, როგორც ეს კონსტიტუციაშია ასახული!“- წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.