მთავარისაქართველოოპოზიცია მოქალაქეებს ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართვისკენ მოუწოდებს

ოპოზიცია მოქალაქეებს ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართვისკენ მოუწოდებს

„კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოქალაქეებს მოუწოდებენ, შრომის კოდექსით უზრუნველყოფილი ანაზღაურებადი შვებულება მოითხოვონ და ეს დრო, ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობაში გამოიყენონ.

„2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები საქართველოს მოქალაქეებს მოგიწოდებთ: მოითხოვეთ შრომის კოდექსით უზრუნველყოფილი ანაზღაურებადი შვებულება და თქვენი თავისუფალი დრო გამოიყენეთ საერთო, ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობაში.

ქართულ კომპანიებს ვთხოვთ, მათ ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და დემოკრატია: დაუბრკოლებლად გაეცით ასეთი შვებულებები ამ გადამწყვეტ დღეებში და ამით მხარი დაუჭირეთ თანამოქალაქეების ბრძოლას საქართველოს ევროპული მომავლისათვის.

ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და მასში აუცილებლად გავიმარჯვებთ!“, – წერია ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend