შინაგან საქმეთა სამინისტრო, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყება აფრთხილებს აქციის მონაწილეებს, რომ შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, უწყება გაატარებს კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს. ის ასევე მოუწოდებს მშობლებსა და არასრულწლოვანთა კანონიერ წარმომადგენლებს, რომ იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და ძალადობრივ გარემოს მოარიდონ არასრულწლოვანები.
“ მიმდინარე აქციები მრავალგზის გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, შესაბამისად, აქციაზე მყოფი ბავშვები იმყოფებიან ძალადობრივ გარემოში და არსებობს მათი დაშავების მაღალი რისკი”- წერია განცხადებაში.
ასევე, შსს აფრთხილებს აქციის მონაწილეებს, რომ შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, უწყება გაატარებს კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს.
შსს-ს განცხადებაში წერია, რომ შეკრების დაწყებიდან რამდენიმე წუთში დაფიქსირდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.
“ აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილი, როგორც წინა დღეებში, დღესაც განაგრძობს ძალადობრივ ქმედებებს. საზოგადოება რამდენიმე საათია ნათლად ხედავს, აქციის აგრესიული ჯგუფების მხრიდან მუდმივ თავდასხმებს პოლიციელებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები, წყლის ჭავლის მეშვეობით ცდილობენ აგრესიული ჯგუფის წევრების მოგერიებას, თუმცა მომიტინგეები არ წყვეტენ ძალადობრივ ქმედებებს”,- ვკითხულობთ, შსს-ს განცხადებაში.
შსს-ს განცხადებაში წერია, რომ უწყება საპროტესტო აქციების დროს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება მიმდინარეობს, ნივთის დაზიანების ბრალდებით კი დაკავებულია 1 პირი.
ასევე განცხადებაში წერია, რომ მიმდინარეობს გამოძიება დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დადგენისა და დაკავების მიზნით.
„თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. .