მთავარისაქართველოსაქართველოს სახალხო დამცველი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ომბუდსმენმა პრეზიდენტს აქციაზე დაკავებულთა ფიზიკური მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აპარატის მიერ ბოლო დღეებში გაწეული საქმიანობა გააცნო.

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველმა დიღომში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებული აქციის მონაწილეები მოინახულა. სახალხო დამცველის განცხადებით 15-მდე დაკავებულიდან 2-ის გარდა, ყველა აცხადებს, რომ დაკავებისას საშინელ ფიზიკურ ზეწოლას დაექვემდებარა.

„ხილული დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვთ მიღებული, თუმცა, ზოგიერთის თქმით, სხეულის სხვა ადგილებიც აქვთ დაშავებული. ერთ-ერთ დაკავებულს მთელი სახე სისხლნაჟღენთებით ჰქონდა სავსე. რაც ვნახე, არის სიმხეცე, რომელსაც გამართლება არ აქვს. პოლიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დაკავებისას არ გადაამეტოს თავის უფლებამოსილებას. კანონი უპირველესად კანონდამცველმა უნდა დაიცვას და დამნაშავესაც კანონის მიხედვით უნდა მოეპყროს. ყველას პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ყველასი, ვინც აკავებს, ვინც საპოლიციო ოპერაციას ატარებს, და მერე ვინც იძიებს დაკავების პირობებს”, – წერია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend