კატეგორიები

აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეიკრიბნენ

აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეიკრიბნენ
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სხვადასხვა მედიაორგანიზაციის ჟურნალისტები და რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილნი.

ისინი ტელევიზიასთან 30 ნოემბერს შეიკრიბნენ. მათ მთავარ მოთხოვნებს შორისაა, საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომა.

აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ, მათ დაეთმოს საქართველოს პირველი არხის პირდაპირი ეთერი. საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაცია საეთერო ბადის დაგეგმვასთან დაკავშირებით.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები