მთავარისაქართველოპრეზიდენტობის კანდიდატად “ქართულმა ოცნებამ” მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა

პრეზიდენტობის კანდიდატად “ქართულმა ოცნებამ” მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.

ამის შესახებ უმრავლესობისა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. საპრეზიდენტო კანდიდატი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას. ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, მისი მისია პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნება იქნება.

საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია 14 დეკემბერს აირჩევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend