კატეგორიები

26 ნოემბერს “ქართული ოცნება” პრეზიდენტის არჩევის თარიღს დაასახელებს

26 ნოემბერს “ქართული ოცნება” პრეზიდენტის არჩევის თარიღს დაასახელებს
მე-11 მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს, შეიკრიბა და მუშაობა დაიწყო. სხდომას მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატები ესწრებოდნენ.

პლენარული სხდომა 26 ნოემბერსაც გაიმართება. როგორც ცნობილია, ამ დღეს პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევის თარიღი დღეს უნდა დანიშნოს.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებიც და ინაუგურაციაც მიმდინარე წელს იყოს.

სალომე ზურაბიშვილი ბოლო პრეზიდენტია, რომელიც მოსახლეობამ პირდაპირი არჩევის წესით აირჩია.

მომავალ პრეზიდენტს ღია კენჭისყრით 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

დაკავშირებული ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზეიმისა და პროტესტის ფონზე მეურნეობის ეკოლოგია
სხვა ამბები