კატეგორიები

საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში

საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც საკადრო ცვლილებების შესახებ ისაუბრა.

ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრთა პოსტზე მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა. მაკა ბოჭორიშვილი ამ თანამდებობაზე ილია დარჩიაშვილს შეცვლის. იუსტიციის მინისტრის პოსტზე კი – ანრი ოხანაშვილი.

ანრი ოხანაშვილი რატი ბრეგაძეს ჩაანაცვლებს. ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძემ დავით სონღულაშვილის კანდიდატურა წარადგინა.

დაკავშირებული ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზეიმისა და პროტესტის ფონზე მეურნეობის ეკოლოგია
სხვა ამბები