კატეგორიები

„ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე ყველა ფორმატში უარი უნდა ვთქვათ“ – NGO-ების ერთობლივი განცხადება

„ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე ყველა ფორმატში უარი უნდა ვთქვათ“ – NGO-ების ერთობლივი განცხადება

20 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ მიმართვას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა და შედეგი, რომელიც ცესკომ გამოაცხადა, არ ასახავს მოქალაქეების ნებას.

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებაში განმარტავენ, რომ საჭიროა, ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა ყველა ფორმატში. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ „უნდა მოხდეს საერთაშორისო იზოლაცია იმ პოლიტიკური ძალის, რომელმაც ხელისუფლება კრიმინალის გზით მოიპოვა“.

სამოქალაქო ორგანიზაციების ერთობლივ წერილში ნათქვამია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც არ აღიარებენ არჩევნების ლეგიტიმურობას, არ უნდა მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში.

„არც ერთი ოპოზიციური პარტიის წევრი არ უნდა შევიდეს პარლამენტში“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები