ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) საქართველოში გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების შესახებ ცნობების გამო შეშფოთებას გამოხატავს – წერია პლატფორმა X-ზე, OSCE/ODIHR-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ODIHR is concerned about reports of excessive police force in #Georgia, and calls on the authorities to facilitate peaceful assemblies and engage in dialogue without violence.
The right to peaceful protest and to voice critical views is vital for all democratic societies.
— OSCE/ODIHR (@osce_odihr) November 21, 2024
„ოდირი ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ მშვიდობიან შეკრებებს და ძალადობის გარეშე ჩაერთონ დიალოგში. მშვიდობიანი პროტესტისა და კრიტიკული შეხედულებების გამოხატვის უფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიული საზოგადოებისთვის” – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
19 ნოემბერს, გამთენიისას, საპოლიციო ძალებმა ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების კვეთაზე მშვიდობიანი დემონსტრაცია დაშალეს. ისინი აქციის მონაწილეთა ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, 16 პირი კი დააკავეს.
თსუ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.